четверг, 14 июня 2012 г.

პროექტის სახელწოდება: მივიწყებული წეს-ჩვეულებები სამეგრელოში
პროექის მთავარი იდეა: კლასში გამოწვევის მიზნით ვსვამ კითხვებს: აღნიშნავთ თუ არა ოჯახში კალანდას და კუჩხას? იცით თუ არა, როგორ აღინიშნებოდა ეს დღესასწაული ძველად სამეგრელოში და საიდან იღებს სათავეს ეს წეს-ჩვეულება?
შევიმუშავებ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავინაწილებთ სამუშაოებს
პროექტის აქტუალობა :   მივიწყებული წეს-ჩვეულებების აღსადგენად აუდიტორიის დარწმუნება   და ტრადიციებისთვის დამახასიათებელი ფასეულობების შედარება თანამედროვე შეხედულებებთან, სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. სხვადასხვა მასალების მოძიება,  მათ შორის თქმულებების, ლეგენდების ინტერნეტისა და ინტერვიუს საშუალებით. ჩანახატების გაკეთება, სცენარის შექმნა.
პროექტის მიზნები: გაიგონ კუჩხას და კალანდას აღნიშვნის ძველი წეს-ჩვეულებები სამეგრელოში,  აღეძრათ სურვილი ამ რიტუალების აღდგენისა და ოჯახში დამკვიდრებისათვის, განუვითარდეთ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიების უნარ-ჩვევები და მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით შექმნან სცენარი სპექტაკლისთვის.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 5-6 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სცენარი, სპექტაკლი
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტომასალა, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად.
 პირველ ეტაპზე - პირველ ჯგუფს ეძლევა დავალებად, მოაგროვონ ინფორმაცია კალანდას და კუჩხას აღნიშვნის მთელ რიტუალებზე და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. გამოიყენებენ ისტ-ს.
 მეორე ჯგუფს ეძლევა დავალებად, მოიპოვონ ინფორმაცია თავიანთ ოჯახებსა და ახლობლების ოჯახებში ამ დღესასწაულების აღნიშვნის თავისებურებებზე და წარმოადგინონ ჩანაწერების სახით.
  მესამე ჯგუფს ეძლევა დავალებად, მოიძიონ ინფორმაცია რიტუალების აღსანიშნავად გამოყენებული საგნების თავისებურებებზე და წარმოადგინონ ჩანაწერების სახით. 
მეორე ეტაპზე - პირველი ჯგუფი დაწერს სცენარს „კალანდა ჩემს ოჯახში“.
 მეორე ჯგუფი იმუშავებს „კუჩხა ჩემს სოფელში“ სცენარის შექმნაზე
 მესამე ჯგუფი კი იმუშავებს ორივე დღესასწაულის ინსცენირებისთვის საჭირო დეტალებზე.
მესამე ეტაპზე - სამივე ჯგუფი წარმოადგენს ახალი წლის და კუჩხას რიტუალების ინსცენირებას.  
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული-ისტ, ქართული-ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): აზა ნადარაია
ხელმძღვანლის ელ. ფოსტა: azanadaraia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.nadaraiaaza.blogspot.com/